აპრილის დასაწყისში თბილისის მერი საკრებულოს 6 თვის მუშაობის ანგარიშს წარუდგენს

„თბილისის მერი საკრებულოს 6 თვის მუშაობის ანგარიშს აპრილის პირველ რიცხვებში წარუდგენს“,- აღნიშნული განცხადება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, საუბარი შეეხება იმას, თუ რა მდგომარეობა დახვდა თბილისის მერს მერიაში და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტს, კობახიძის განმარტებით, პროკურატურა და შსს მოწოდების სიმაღლეზე დგას და ყველა, ვინც მისთვის მინიჭებულ ნდობის მანდატს ვერ გაამართლებს, დაისჯება.
„თბილისში დაახლოებით 1,300 000 ადამიანი ცხოვრობს. ბევრი პრობლემაა. დავით ნარმანიას მერიაში რთული მდგომარეობა დახვდა. ის აპრილის დასაწყისში ისაუბრებს იმაზე, თუ რა მდგომარეობა დახვდა და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს დედაქალაქის მერია. რაც შეეხება დაკავებებს, ნურავის ექნება იმედი, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან კეთილგანწყობა, პარტიის წევრობა ან რაიმე სხვა ვინმესთვის ხელშეუხებლობის გარანტი იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა მოწოდების სიმაღლეზე დგანან, დაისჯება ყველა, ვინც მისთვის მინიჭებულ ნდობის მანდატს ვერ გაამართლებს“,- აღნიშნა თედო კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები