დავით სუჯაშვილი გარი ჯონსონსა და შარლოტა ჰანთერს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი და კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნოდარ ნადირაშვილი, უსაფრთხოების სექტორის რეფორმების საკითხებში მრჩეველს – გენერალ სერ გარი ჯონსონსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს – შარლოტა ჰანთერს შეხვდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი, შევეხეთ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას არა მარტო საქართველო, არამედ დასავლეთის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ჩვენი – გაერთიანებული სამეფოც. ეს იყო ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრა, რომელიც ლონდონში საბჭოს მდივნის ბატონ დავით სუჯაშვილისა და აპარატის წევრების წარმატებული ვიზიტის გაგრძელებაა“, – განაცხადა უსაფრთხოების სექტორის რეფორმების საკითხებში მრჩეველმა, გენერალ სერ გარი ჯონსონმა.
შეხვედრაზე ლონდონში გასულ კვირას საბჭოს მდივნის გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სადაც დავით სუჯაშვილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონსა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ – მინისტრის კაბინეტის სხვა წევრებს შეხვდა