ეკა ბესელია: პრეზიდენტის გადაწყვეტილება უფრო ემოციურია, ვიდრე რაციონალური
თუ ვინმეს რაციონალური შედეგი აინტერესებს, პარასკევის საკომიტეტო ფორმატი გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ პარლამენტში რიგგარეშე საგანგებო სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ემოციურია და რაიმე კონკრეტულ შედეგს ვერ მოიტანს.
“რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება?! გადაწყვეტილება გადაწყვეტილებისთვის, თუ გადაწყვეტილება რაიმე ტიპის რაციონალური შედეგის მისაღებად. თუ ვინმეს აინტერესებს რაციონალური შედეგი, პარასკევის საკომიტეტო ფორმატი გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე ამ ემოციური და რაღაც მხიარული გადაწყვეტილებების ერთმანეთისგან გადაგზავნა, რომელიც მე არც მესმის და არც ვიცი, იქნებ ვინმემ ახსნას, რა კონკრეტული შედეგის მომტანი შეიძლება იყოს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.