დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ პარლამენტის სხდომის შესაძლო მოწვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შესაძლო მოწვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

დავით უსუფაშვილმა, პრეზიდენტის მიერ ეკონიმიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შესაძლო მოწვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ძალიან კომპლექსური მუშაობის საჭიროებაა იმისთვის, რომ ძირითადად რეგიონული ვითარებით და რეგიონული პრობლემებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები საქართველოში, რაც შეიძლება ნაკლებ იყოს მოსახლეობის მიერ პრობლემად აღქმული“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთში იმყოფება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მოლაპარაკებებისთვის.

„მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, უცხოეთში ინვესტიციების მოსაზიდად არიან წასულები, რაც პირველი გამოსავალია ამ ვითარებიდან. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაწყვეტილი აქვს, რომ კვირის ბოლოს, ხუთშაბათს ან პარასკევს, იქიდან გამომდინარე, თუ როდის მოიყრიან ისინი თავს საქართველოში, შედგება კომიტეტის სხდომა, რომელზეც გაწეული სამუშაოს შესახებ მინისტრების ანგარიშს და იმ გეგმების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ რაც მთავრობის მიერ, ამ თვალსაზრისით არის დაგეგმილი.
პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში, ვაგრძელებთ მუშაობას. ოპოზიციის როლია გასწიოს ოპონირება ამა თუ იმ საკითხში. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენი გადაწყვეტილებაა ვაკეთოთ საქმე და ამ საქმის თაობაზე უკეთ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. პარლამენტში ამ თემაზე მოსმენები შედგება, საკომიტეტო სხდომა ჩატარდება, რომელიც არის ღია, სადაც ყველას შეუძლია დასწრება და პოზიციების გამოთქმა. ჩვენ ვთვლით, რომ პარლამენტიც და მთავრობაც უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები ამ საკითხებში, და მოსახლეობას განვუმარტოთ რა ხდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები