დავით უსუფაშვილი: ნომერი პირველი საფრთხე, რაც ეკონომიკას აქვს, ეს არის ჭორაობა და აპოკალიფსური სურათის დახატვა

ნომერი პირველი საფრთხე, რაც ეკონომიკას აქვს, ეს არის ჭორაობა, მითქმა-მოთქმა, არასტაბილურობის განცდა და აპოკალიფსური სურათის დახატვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, უსუფაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს, ხუთშაბათს ან პარასკევს, პარლამენტის საკომიტეტო ფორმატში ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მოუსმენენ.

“არის კომპლექსური მუშაობა საჭირო იმისთვის, რომ რეგიონული პრობლემებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები მოსახლეობას ნაკლებად შეეხოს. ამაზე მთავრობა მუშაობს. კვირის ბოლოს, როცა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები თბილისში მოიყრიან თავს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც დარგობრივი მინისტრებისგან გაწეული მუშაობის ანგარიშს და მთავრობის გეგმას მოისმენენ. ოპოზიციის ვალია, გასწიოს ოპონირება, ხოლო ჩვენი გადაწყვეტილებაა, ვაკეთოთ საქმე და ამ საქმის თაობაზე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები