გიორგი მარგველაშვილი საგანგებო სხდომის მოწვევაზე თანახმაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო სხდომის მოწვევას დასთანხმდა. ინფორმაციას „თავისუფალი დემოკრატები“ ავრცელებენ.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ისინი ეთანხმებიან პრეზიდენტის პოზიციას, რომ სხდომას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა დაესწრონ.
ჩიქოვანი ამბობს, რომ საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებენ და ყველანირად ეცდებიან, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები