პარლამენტში ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუსმენენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში, მიმდინარე კვირის ბოლოს პარლამენტში ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუსმენენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ამ თემაზე საუბარი შედგა, ერთი მხრივ, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან, ასევე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ზურაბ ტყემალაძესთან. დეპუტატები ელოდებიან ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დასრულებას.
შესაბამისად, მოსმენა დაგეგმილია კვირის ბოლოს, სადაც განხილვის თემა ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები