დავით საგანელიძე: „ქამრები თუ ვინმეს ჰქონდა შემოჭერილი“, ეს პარლამენტი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოს 2 შენობიდან მხოლოდ ერთი დარჩეს, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. საგანელიძე საპარლამენტოს ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტის თბილისში გადატანის ინიციატივას მხარი დაუჭირონ.
“ქამრები თუ ვინმეს ჰქონდა შემოჭერილი“, ეს პარლამენტი იყო. რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა დაიზოგოს თანხები, აქ ძალიან დიდი რესურსია. საქართველოს ორ ქალაქში გვაქვს პარლამენტი. მოვუწოდებ “ნაცმოძრაობას“, ყველა ოპოზიციონერს მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ორგანო თბილისში დაბრუნდება” – აცხადებს დავით საგანელიძე.