მინდია ჯანელიძე: არ მგონია, პარლამენტში მისვლით ეკონომიკურ პრობლემებს რამე ვუშველოთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, აღნიშნულით ეკონომიკური პრობლემები ვერ მოგვარდება.
„არ მგონია, რომ პარლამენტში მისვლით ეკონომიკურ პრობლემებს რამე ვუშველოთ. ამისთვის 24 საათიანი მუშაობაა საჭირო, რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს. თუმცა პარლამენტში მისვლაც არ არის პრობლემა. მთავრობა პარლამენტთან ანგარიშვალდებულია და თუ ეს საკითხი დადგება ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კიდევ ერთხელ მიმართეს.