საქართველოს პრეზიდენტი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა და სერ გარი ჯონსონმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს.