რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და სომხეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ წვრთნაში 2 ათასზე მეტი სამხედრო და 500-მდე მძიმე ჯავშანტექნიკა მონაწილეობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წვრთნები 10 აპრილს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შავ ზღვაში ნატოს 6 სამხედრო ხომალდის გამოჩენის პარალელურად ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები