ასლან აბაშიძის შვილი თბილისშია

  საქართველოში ცოტა ხნის წინ ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასლან აბაშიძის ვაჟს საბუთებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა მას გადაადგილების პრობლემა აღარ აქვს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გიორგი აბაშიძე ძებნილი არ არის და მას არ დააკავებენ.
გიორგი აბაშიძეს აეროპორტში მისი ნათესავები და ოჯახის ახლობლები დახვდნენ.
ახლობლების ინფორმაციით, აბაშიძე დედის საფლავზე უნდა გასულიყო და საქართველოში ამ მიზნით ჩამოვიდა. 1976 წელს დაბადებულმა გიორგი აბაშიძემ საქართველო მამასთან, ასლან აბაშიძესთან ერთად 2004 წელს აჭარაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ ის საქართველოში არ დაბრუნებულა. გიორგი აბაშიძე 4 წლის განმავლობაში, 2000-2004 წლებში ბათუმის მერის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები