თიბილოვს საქართველოს ციხეებში მოშიმშილე პატიმრების დახსნა სურს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ციხეებში მყოფი მოშიმშილე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები დაიხსნას. როგორც თიბილოვმა აღნიშნა, ამისათვის ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს აქტიურად გამოიყენებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ თიბილოვმა ე.წ. ძალოვანი სტუქტურების ხელმძღვანელებთან ჩატარებულ თათბირზე გააკეთა. ოსური მედიის ინფორმაციით, თათბირზე თიბილოვი ასევე შეეხო ცხინვალის რეგიონის იმ მაცხოვრებლების თემასაც, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადადადიან. „უმეტეს შემთხვევაში მოსაზღვრე სახელმწიფოში ავადმყოფების გადასვლა საჭირო არ არის. ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მიღება სამხრეთ ოსეთშიც შეიძლება“, – განაცხადა თიბილოვმა.