გია კორკოტაშვილი: აჩვენეთ საზოგადოებას სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ჩანაწერები!

ტელე- რადიო წამყვანი გია კორკოტაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ფირები გასააჯაროვოს. როგორც კორკოტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფაილების გასაჯაროების შემთხვევაში, „ნაცები“ ხმას ვეღარ ამოიღებენ.
„ამ ვიდეო და აუდიოფაილების დამალვით ადამიანის უფლებებს კი არ იცავენ, საზოგადოებას აზარალებენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, აჩვენეთ საზოგადოებას სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ჩანაწერები! იქნებ, მაშინ მაინც ჩაიკმიდონ ხმა! კოჰაბიტაციისა და დემოკრატობანას თამაშში ქვეყანა გარყვნილი პოეტებით გაივსო. იმის ნაცვლად, რომ ქართულ ტრადიციებს გაუწიონ პროპაგანდა, „ნაციონალების“ იდეურ ძმებსა და დებს აძლევენ ტრიბუნას და ახალისებენ! ხალხნო, დასანგრევი უნდა დაინგრეს! ვინც კანონი დაარღვია, უნდა გასამართლდეს! თუ ამას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, სამართლის აღსრულება საზოგადოებას მოუწევს. გატოკდი ნაროდ!“ – ამბობს გია კორკოტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები