მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: სერიოზულად არაფერს ეკიდებიან, მათ შორის, არც კანონმდებლობას

“ახალი გეგმა მოიგონეს, განაჩენის მოსმენა საკუთარ ოფისებში. რა არის ახლა ეს და რას ნიშნავს? მერე იქ ტელევიზიების მისვლა, ხელების აწევა და ა.შ. რა თეატრალიზებული პროცესი მოიგონეს?”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული, რა თქმა უნდა, მათივე საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

“აღიარებული გაქვს, რომ დანაშაული ჩაიდინე და მოსამართლე რას იტყვის? გამამართლებელ განაჩენს როგორ გამოიტანს? ანუ იცი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება და ელოდები ოფისში. ეს არის მათი რეალური სახე. სერიოზულად არაფერს არ ეკიდებიან, მათ შორის, არც კანონმდებლობას.

მამუკა ხაზარაძის და დანარჩენების ქმედებაში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არსებობს და თან ეს საჯაროდ, მათ აქვთ აღიარებული, რომ არ გამოცხადდნენ კომისიაზე და შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის სასჯელს. სად არის აქ პოლიტიკური დევნა. ამ ხალხმა პოლიტიკური დევნის განმარტებაც არ იცის. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში გერმანიაში, საფრანგეთში, შვედეთში და ა.შ. ზოგად ერთი წელია, ზოგან ორი წელი და, პარალელურად, კიდევ სხვა სასჯელია. აშშ-ში კიდევ უფრო მკაცრი სასჯელია”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები