სოფელ დვანიდან ოკუპანტებმა მოქალაქე გაიტაცეს
ოკუპანტებმა შიდა ქართლში, ოკუპაციის მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სოფელ დვანის მკვიდრი მამაკაცი დააკავეს. უკანონოდ დაკავებული მამაკაცი სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულის გასთავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ევროკავშირის მისიაც.