მეცნიერებმა ტუტანხამონის „დე-ენ-ემის“ შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ ის ქართველია – ფოტოკოლაჟი

შვეიცარიაში, ტუტანხამონის მუმიის გაკვეთისას, iGENEA -ს გენეტიკური კვლევების ცენტრის მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. როგორც აღმოჩნდა, ეგვიპტის ფარაონი ტუტანხამონი სულაც არ იყო ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის შთამომავალი.

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლვებით დადგინდა, რომ ტუტანხამონი ქართველი იყო.

ეგვიპტის რესპუბლიკის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის ზახი ხავასის განცხადებით, ტუტანხამონის მუმიის გაკვეთა განსაკუთრებული სიფრთხილით მოხდა. მისი „დე-ენ-ემის“ ევროპელებთან შედარების შემდეგ დადგინდა, რომ მას ევროპელებთან გაცილებით მეტი საერთო ჰქონდა, ვიდრე ეგვიპტელებთან.

ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, მსგავსების მაჩვენებელი 60-დან 70 პროცენტამდე აღწევდა. მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ეს მსგავსება განსაკუთრებით შეიმჩნევა ბრიტანეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში. ქართველებთან, დაღესტანელებთან და ოსებთან კი ტუტანხამონის მსგავსება კიდევ უფრო მაღალი იყო.

ეგვიპტელებთან ნათესაური კავშირის დადგენა მეცნიერებმა „დე-ენ-ემში“ არსებული საერთო ჰაპლოჯგუფით შეძლეს. ეგვიპტეში ეს ძალიან იშვიათია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იმდროინდელ ეგვიპტელებს, დღევანდელ ეგვიპტელებთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ისინი ევროპელების, კავკასიური რასის წარმომადგენლების მონათესავე ადამიანები იყვნენ.

ტუტანხამონის მუმიის გაკვეთაში მონაწილე ერთ-ერთი მეცნიერი რომან შოლცი აცხადებს, რომ ეგვიპტელი ფარაონებისა და ევროპელი ადამიანების საერთო წინაპარი 9500 წლის წინ კავკასიაში ცხოვრობდა. ეგვიპტეში მათი აღმოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც მათი გარკვეული ნაწილი ევროპაში გადასახლდა, ნაწილი კი სხვადასხვა ტერიტორიებზე დაიქსაქსა.

ტუტანხამონის ფიტულზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუმიას რიგი დაავადებები ჰქონდა, თუმცა ფიზიკურად ნაკვთების მოყვანილობით კავკასიური წარმომადგენლობის ადამიანს ჩამოჰგავდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტუტანხამონის მუმიის გარდა, მეცნიერებმა კიდევ 16 მუმია აღმოაჩინეს და მათ შორის ნათესაური კავშირის დადგენასაც შეეცადნენ. აღმოჩნდა, რომ ტუტანხამონი, მართლაც, მისი მამის – ეხნატონის შვილი და მისი ბაბუის – ამენჰოტეპ მესამის შვილიშვილი იყო. მეცნიერებმა ტუტანხამონის ბებიას, ტიასაც მიაკვლიეს, ერთ-ერთი მუმიის იდენტიფიცირება კი ვერ მოხერხდა, მეცნიერებმა მხოლოდ მისი სქესის დაადგენა შეძლეს. რამდენადაც ცნობილია, ის ქალია და შესაძლოა, ნეფერტიტიც.

წყარო: http://h.ua/story/342189

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები