აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხსაც განიხილავენ
პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა არა დეტალურად, რადგან ეს საკითხი აფხაზური მხარის მონაწილეობით უნდა იქნას განხილული.
პრაღაში დღევანდელი შეხვედრა ოთხთვიანი პაუზის შემდეგ იმართება.
შეხვედრის მთავარი თემა 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის იმპლემენტაცია, რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს.