ტეხასის სასამართლომ 27 წლის ედი რეი რუტს, ამერიკელი სნაიპერის – კრის კაილის მოკვლის გამო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა მოკლული სნაიპერი რამდენიმე წლის წინ ერაყში მსახურობის დროს გაიცნო, თუმცა 2013 წელს ის პოლიგონზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოკლული ყველა დროის საუკეთესო სნაიპერად არის აღიარებული. მისი “კარიერის” მანძილზე მან 160 ბოევიკის ლიკვიდაცია შეძლო. კრის კაილზე გადაღებული ფილმი “ამერიკელი სნაიპერი” კი წლევანდელ „ოსკარზე“ 6 ნომინაციაში წარადგინეს.