“საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მოქალაქეს კარი ჩაეკეტა და ჩაამტვრია
თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალის კარი ჩაამსხვრია. როგორც „კვირას“ ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, ძარცვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა რა მიზნით ჩაამსხვრია კარი მოქალაქემ პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეს ბანკის კარი ჩაეკეტა და ის იძულებული გახდა, კარი ჩაემტვრია. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს მოქალაქემ თავად შეატყობინა.