საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიას ეწვევა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 22-25 თებერვალს, ოფიციალური ვიზიტით, ხორვატიის რესპუბლიკას ეწვევა.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა, ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე იოსიპ ლეკოსთან, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩთან და ქალაქ ოპატეის მერთან, ივა დუიმიჩთან. ასევე იგეგემება დავით უსუფაშვილის საჯარო ლექცია ზაგრების უნივერსიტეტში.
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრი, ლევან ქარდავა შედიან, ხორვატიიდან 25 თებერვალს ბულგარეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება.