პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა – რა საკითხებზე იმსჯელეს წევრებმა (ვიდეო)

საქართველოს მთავრობის გეგმები ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით; პარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგი და აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენები იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის მთავარი თემები, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პოლიტსაბჭოს წევრებმა იმსჯელეს იმ კონკრეტულ მექანიზმებზე, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი არსებული ვითარების დასარეგულირებლად გამოიყენებს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, გასათვალისწინებელია რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზეც ნეგატიურად აისახება.
კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები და ყოფილი თანაგუნდელების ქმედებები პროვოკაციად შეაფასეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, აჭარის რეგიონში განსაკუთრებული არაფერი ხდება და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები