ირმა ინაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ “მალე გახმაურებულ საქმეზე” ბრალის წარდგენას აანონსებს
“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე წარუდგენენ ბრალს. ამის შესახებ ინაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. “სააკაშვილს 4 საქმეზე ბრალი უკვე წაყენებული აქვს, მერწმუნეთ მას ბრალი ცოტა ხანში კიდევ დაუმძმდება – ძალიან მალე მას სხვა ბრალსაც წაუყენებენ, მე ასე მგონია და ინფორმაციაც მაქვს. სამწუხაროდ არ შემიძლია დაკონკრეტება თუ რა საქმეზე მოხდება ბრალის წარდგენა,თუმცა შემიძლია თქმა, რომ ეს უკავშირდება გახმაურებულ საქმეს“, – განაცხადა ინაშვილმა.