ლარის კურსის ვარდნამ ირაკლი ალასანიას ოჯახს “ძლიერად დაარტყა”
ლარის კურსის ვარდნა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანის ოჯახზეც აისახა. ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის“ ინტერაქტივის კითხვით – “დაარტყა თუ არა თქვენს ოჯახს, ლარის კურსისი ვარდნამ“, – წამყვანმა გადაცემის სტუმარს ირაკლი ალასანიასაც მიმართა. “დაარტყა და საკმაოდ ძლიერადაც“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. ცნობისთვის, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 21 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.1771 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1472 ლარს შეადგენდა.