თურქეთის უმსხვილეს ქალაქ სტამბოლში დიდთოვლობის შედეგად პარალიზებულია სატრანსპორტო და საზღვაო მიმოსვლა, გაუქმებულია ათასამდე ავიარეისი, დროებით დაიხურა ქარხნები, სავაჭრო პუნქტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოსახლეობა იძულებულია, ფეხით გადაადგილდეს, თოვლის საფარი სტამბოლში 60 სმ-ს აღწევს. სტამბოლის ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, დიდთოვლობის გამო, ქალაქში 800-მდე საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.