“საავტომობილო გზის გარდა, იწმინდება ფეხით სავალი ნაწილი, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები” – გიორგი პაპავა

“მთელი თბილისის მასშტაბით, როგორც შემოერთებულ ტერიტორიებზე, ასევე თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, გუშინ სამჯერ, ზოგან ოთხჯერაც კი დაიყარა ტექნიკური მარილი, ასევე, საწმენდი საშუალებით გაიწმინდა”, – ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი, გიორგი პაპავა აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, საავტომობილო გზის გარდა, იწმინდება ფეხით სავალი ნაწილი, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები.

“ყველა თანამშრომელი არის ყაზარმულ რეჟიმზე გადასული. ყველა პერიმეტეზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას და ამის მიხედვით ხდება სპეციალიზებული ტექნიკის გამოძახება და ობიექტის დასუფთავება თოვლისა და ყინულისგან.

საავტომობილო გზის გარდა, იწმინდება ფეხით სავალი ნაწილი, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები”, – აღნიშნავს პაპავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები