“საქართველოს მიმართ ბინძური პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად შეტრიალდა ბრიუსელის მიმართულებით, როდესაც აშშ-მა თავისი ქვეყნის პრაგმატული ინტერესები წამოაყენა” – ვოლსკი
“საქართველოს გეოგრაფიული ლოკაცია არის მსოფლიოს ხვალინდელი დღე – ხვალინდელი დღის ერთ-ერთი შემადგენელი სერიოზული ატრიბუტი, რომელსაც სჭირდება სტაბილურობა ჩვენთვის”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.
„რამდენიმე დღეა, რუსეთთან განვითარების თემაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ საქართველოს გეოგრაფიული ლოკაცია არის მსოფლიოს ხვალინდელი დღე – ხვალინდელი დღის ერთ-ერთი შემადგენელი სერიოზული ატრიბუტი, რომელსაც სჭირდება სტაბილურობა ჩვენთვის, სხვისთვის სჭირდება მოკლე არეულობა, ჩართულობა დაპირისპირებაში, რათა ყველაფერი იყოს კონტროლს დაქვემდებარებული.
მოხდა ისე, რომ საქართველოს მიმართ ბინძური პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად შეტრიალდა ბრიუსელის მიმართულებით, როდესაც აშშ-მა თავისი ქვეყნის პრაგმატული ინტერესები წამოაყენა. ეს არ არის პიროვნული დამოკიდებულება. ახლა ტრამპზე საუბრობენ, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე ხდება ეს. ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. მოშორდა იმ პრობლემებსა და მოლაპარაკებებს – აღარ არის ჩართული. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მოლაპარაკებისაც და მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ვოლსკიმ.