“ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს გამოკითხვა და დადგინდეს, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე” – სუს-ი
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში”, – ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული.
„ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი, არ შეიძლება, ვინმეს შეეძლოს, საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში, გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, 2024 წელს საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ სუს-ი მისი შვილის გატაცებას გეგმავდა.