ნულანდისა და „ნაციონალების“ შეხვედრის კულუარული დეტალები

გაზეთი „ალია“ სანდო წყაროზე დაყრდნობით, ნულანდისა და „ნაციონალების“ შეხვედრის მნიშვნელოვან დეტალებს ასაჯაროებს. როგორც გამოცემის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ამ შეხვედრის შედეგით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კმაყოფილები არიან. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის წევრები გაზაფხულზე ქუჩის აქციებს დაიწყებენ და თბილისში „კიევური მაიდანი“ მოეწყობა.
„ნულანდმა ამერიკის ხელისუფლების არაოფიციალური სურვილები და რჩევები გაახმოვანა. „ნაციონალები“ აღტაცებულნი არიან ნულანდთან შეხვედრის შედეგებით. პარტიის ოფისში არავინ მალავს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა, ფაქტობრივად, მათ „მწვანე შუქი“ აუნთო თბილისში „კიევური მაიდანის“ გადმოსატანად. ნულანდს უთქვამს, რომ ძალიან მალე, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხელისუფლება გადადგამს მკვეთრ პრორუსულ და ანტიდასავლურ ნაბიჯებს, რაც პროდასავლურ პარტიებს საშუალებას მისცემს, თუნდაც ქუჩის აქციები დაიწყონ ხელისუფლების შესაცვლელად. ნულანდს დაუკონკრეტებია კიდეც, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და თუ ეს პროცესები დროში გაიჭიმა, მაშინ „ნაცმოძრაობას“ ამერიკის დიდი მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. კონკრეტულად უთქვამს, რომ, ვიდრე რუსეთი უკრაინის პრობლემებშია ჩაფლული, ვიდრე რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია, პროდასავლურმა ძალებმა ამ პერიოდში უნდაიაქტიურონ, თორემ, თუ რუსეთმა თავი დააღწია „უკრაინულ ჭაობს“, მერე მასთან პაექრობა საქართველოს გამო ძალიან გაგვიჭირდებაო. ეს უკვე პირდაპირი მინიშნებაა თბილისში „მაიდანის“ მოდელის გადმოსატანად და ქვეყანაში არეულობისდასაწყებად, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. ასევე, შეჰპირებია, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი გაიზარდოს დასავლეთში, და ამაზე ამერიკული პოლიტიკის გავლენიანი ფიგურები იზრუნებენ. მოკლედ, ამერიკა თავის გავლენას გამოიყენებს ევროკავშირზე და იმ ქვეყნებსაც აიძულებს „ნაციონალთა“ და სააკაშვილის მხარდაჭერას, რომელთაც დღეს არც ერთის გაგონება არ სურთ.
ნულანდს არ დაუმალავს, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ზაწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და „ნაცმოძრაობის“ წევრთა პოლიტიკური დევნა შეჩერდეს. იქვე განუმარტავს, რომ ამ პროდასავლურ ძალებთან ამერიკა და ევროკავშირი აქტიურად მუშაობენ, რათა კრიტიკულ მომენტში ისინი „ნაცმოძრაობას“ გვერდით დაუდგნენ. ექსპერტები საკმაო ხანია ამბობენ, რომ ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ ამერიკა „ნაციონალთა“ პარტნიორად გახდის და თანაც, ძალიან მალე. თუმცა, არა მგონია, ერთი ან მეორე პარტიის ლიდერებს დიდი დაძალება დასჭირდეთ „ნაციონალებთან“ ერთად ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. ალასანიას რიტორიკა და ხელისუფლებისადმი მიდგომა არაფრით განსხვავდება „ნაციონალთა“ ანალოგიურიქმედებებისგან, არა მგონია, ალასანიას დიდი ძალდატანება დასჭირდეს, რომ სააკაშვილის პარტნიორი გახდეს. ნულანდს „ნაციონალები“ დაუიმედებია, რომ ბოლო დროს გააქტიურებულ საქართველოს ხელისუფლებას გააჩერებს, იმ პირთა დაჭერები შეჩერდება, ვინც „ნაციონალებთან“ პოლიტიკურ კავშირშია. იმას ვერ შეჰპირებია, რომ ყველა დამნაშავე „ნაცს“ დაიცავს, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერებს ვერავინ რომ ვერ შეეხება, ამის გარანტია მიუცია. მეტიც, ცოტა ხანში უკვე დაჭერილი ლიდერები გამოვლენ ციხეებიდან, ამაში მალე თავად დარწმუნდებითო.
„ნაციონალები“ უკვე ზეიმობენ, რომ მალე ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა გამოვლენ ციხიდან. კარგი, გიგი უგულავა ჯერ მსჯავრდადებული არ არის და მისთვის ჯერ სასჯელი„ნაციონალები“ სააკაშვილის ბედით დაინტერესებულან და უკითხავთ, რამდენად რეალურია შანსი, რომ მასზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადოს, რის შემდეგაც ის უკრაინას ვეღარ დატოვებს და მისი პოლიტიკური აქტიურობა ძალიან შემცირდება. ნულანდს უპასუხია, რომ ამ თემაზე თავად სააკაშვილს ესაუბრა და სახიფათოსა და საგანგაშოს არაფერს ელის. წესით, ინტერპოლმა საქართველოს პროკურატურის ბრალდებები სააკაშვილის წინააღმდეგ არ უნდა გაიზიაროს და შესაბამისად, არც საერთაშორისო ძებნა არ უნდა გამოაცხადოს მასზეო. „ნაციონალები“ დაინტერესებულან, რა ინფორმაცია აქვს ამერიკის ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ხელახალი გამოძიების შესახებ. ნულანდს უთქვამს, ზურაბ ჟვანიასა და უსუპოვის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოიძია, დასკვნაც დადო, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და არც პრემიერი და არც ვიცეგუბერნატორი არავის მოუკლავს, მაგრამ, თუ საქართველოს ხელისუფლება „ეფ-ბი-აი“-ს დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებს, ეს არა მარტო ამ ბიუროს, ამერიკის რეპუტაციისთვის იქნება დარტყმა და ჩვენ ამას არ დავუშვებთო. ამ კულუარულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ამერიკას საერთოდ არ აინტერესებს ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს აკეთებს, ამ ხალხის მიერ 2012 წელს ხელისუფლებიდან გაძევებული „ნაცმოძრაობის“ დასაბრუნებლად ქვეყნის სათავეში. მეორეც, საქართველოს ხელისუფლება მართლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, უნდა აკონტროლოს ხელისუფლებას შერჩენილი „ნაციონალები“, რათა ისეთი შეცდომები არ დაუშვას, რომელიც „ნაციონალებსა“ და მათ პარტნიორ ძალებს ქუჩაში გამოსვლისა და არეულობის დაწყების საბაბს მისცემს“, – წერს „ალია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები