გია ცაგარეიშვილი: უმჯობესია საგანელიძემ აბაშიძის ცემის გამოძიებაზე იზრუნოს და არა მის ჩანაცვლებაზე

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლი ზურაბ აბაშიძე პოსტიდან გაუშვას.
მისი თქმით, უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ ზურაბ აბაშიძის ცემის ფაქტის გამოძიებაზე უნდა იზრუნოს და არა მისი გუბაზ სანიკიძით ჩანაცვლებაზე.
„ეს ის ზურაბ აბაშიძეა, რომელიც სააკაშვილის ხელით სასიკვდილოდ იყო განწირული და ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა. დავით საგანელიძემ ამაზე უნდა იზრუნოს და არა იმაზე, რომ აბაშიძე გუბაზ სანიკიძით ჩაანაცვლოს. ეს კოლეგებმა უნდა გადაწყვიტონ, რადგან მათ ხელშია ბერკეტები. ჩვენთვის ამ თანამდებობებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამ თანამდებობებზე ჩამოკიდებული არ ვართ. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ჩვენ ახლა გვიკავია, მაგრამ ერთ კითხვას ვსვამ, ჩემი თავი ვის უნდა გადააყენებინონ, ყოფილ „ნაციონალებს“, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ შეისრუტეს და წევრებად გახადეს?“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, უმრავლესობაში ვიცე-სპიკერის პოსტზე ზურაბ აბაშიძის გუბაზ სანიკიძით ჩანაცვლებაზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები