ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილ ნათესავებს სახლში ინახავდნენ

   1. მიჩიგანელი ლინდა ჩეიზი 18 თვის განმავლობაში მეზობლის გვამთან ერთად ცხოვრობდა. ჩარლზ ზიგერი 2010 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მათ ერთად 10 წელი გაატარეს. ლინდამ ჩარლზის გარდაცვალება დამალა და მას ტელევიზორთან დადგმულ ტახტზე მჯდომარეს ინახავდა. 72 წლის ლინდა მიცვალებულს უვლიდა და ელაპარაკებოდა. 2012 წელს კი პოლიციამ გარდაცვლილის გვამი აღმოაჩინა და ლინდას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2. ვიეტნამელმა ლე ვანმა მეუღლის ცხედარი საფლავიდან ამოიღო და ხუთი წლის განმავლობაში მასთან ერთად საწოლში ეძინა. ლე ვანს მეუღლე 2003 წელს გარდაეცვალა. ის 20 თვის განმავლობაში მეუღლის საფლავთან მიდოდა და იძინებდა, ხოლო 2004 წლის ნოემბერში  მეუღლის საფლავიდან ამოთხრა და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა.
3.  1930 წელს კარდიოლოგ კარლ ფონ გოსელთან ტუბერკულიოზით დაავადებული 23 წლის ულამაზესი ელენა ხოიოს მესა მივიდა კონსულტაციაზე. გოგონამ იცოდა, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. პირველი დანახვისთანავე ექიმს გოგონა შეუყვარდა და მას ცოლობა შესთავაზა. გოგონამ მას უარი უთხრა, თუმცა ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია. მას შემდეგ, რაც ელენა გარდაიცვალა, გოსელი გოგონას სასაფლაოზე ყოველ დღე ვარდებით მიდიოდა, საბოლოოდ კი მამაკაცმა გოგონას მშობლები დაითანხმა, რომ მისი ცხედარი აკლდამაში გადაესვენებინათ. აკლდამის გასაღები გოსელმა თავად დაიტოვა, რამდენიმე ხნის შემდეგ აკლდამა ჩუმად სახლში გადაიტანა. ის მიცვალებულს ცვილისა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით ცოცხალი ადამიანის იერს უქმნიდა. ძალიან მალე ამის შესახებ გარდაცვლილი გოგონას დამ შეიტყო და მამაკაცი დააკავეს.
4. 91 წლის ქვრივი პენსილვანიის შტატიდან ჯინ სტივენი სახლში გარდაცვლილი მეუღლის ცხედარს ინახავდა, რომელთანაც 60 წელი იცხოვრა. 2000 წელს მას მეუღლე გარდაიცვალა. ქალი მის სხეულს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბალზამით ინახავდა, საბოლოოდ კი პოლიციამდე მივიდა საქმე.
5. 2005 წელს მოსიყვარულე ქმარმა გოვარდ ლუისმა მეუღლე – ელიზაბეტი დაკარგა და ამ ამბის დამალვა გადაწყვიტა. როდესაც მამაკაცს ეკითხებოდნენ, როგორ იყო მისი მეუღლე, ის პასუხობდა -კარგად, თუმცა ერთი თვის შემდეგ პოლიციამ გარდაცვლილის სხეული ლოგინში აღმოაჩინა. მეგობრების განცხადებით, გოვარდი ვერ შეეგუა მეუღლის დაკარგვის ფაქტს და ამიტომაც ინახავდა მამაკაცი ლოგინში მის სხეულს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები