„ნინო გვენეტაძე ნამდვილად იმსახურებს ამ თანამდებობას“- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს კონკურენტი უმაღლეს შეფასებას აძლევს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა ევა გოცირიძემ კონკურენტ ნინო გვენეტაძეს საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. როგორც გოცირიძემ განმარტა, ნინო გვენეტაძე ღირსეული კანდიდატია და ის ამ თანამდებობაზე დანიშვნას იმსახურებს.
„ორივე – მეც და ქალბატონი ნინო გვენეტაძეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესაფერისი კანდიდატები ვიყავით, მაგრამ ეს, ცხადია, პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ქალბატონი ნინო ნამდვილად იმსახურებს ამ თანამდებობას და მე მას გულით და სულით წარმატებას ვუსურვებ. ჩემი სახელით არასწორი განცხადება გავრცელდა, თითქოს მე ვთქვი, რომ ის შეუფერებელია ამ პოსტისთვის. მსგავსი განცხადება არასდროს გამიკეთებია, პირიქით, ხაზგასმით ვამბობ, რომ ის ღირსეული კანდიდატია. ასეთი რამ ფიქრადაც კი არ გამივლია“,- განაცხადა ევა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე გუშინ დაასახელა. მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს 23 თებერვალს ეწურება ვადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები