დავით ნარმანია სასწრაფო დახმარების გამოძახებისას ოპერატიულობას მოითხოვს

თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალ ხელმძღვანელს ავალებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა გამოძახებისას ადგილზე მისვლის ოპერატიულობა გაიზარდოს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჩატარდეს დეტალური კვლევა, თუ სად არის პრობლემები, რაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დაგვიანებას იწვევს და ხარვეზები უნდა გამოსწორდეს.
„ჩვენთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, დაემატა ახალი მანქანები, გაიზარდა პერსონალის მოტივაცია ხელფასების გაზრდის თვალსაზრისით. ახლა ყველაფერი მენეჯმენტის საკითხია. ვავალებ ახალ ხელმძღვანელს, ყველაფერი გააკეთოს გამოძახების ოპერატიულობის გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები