“თავისუფალი თაობა” “თავისუფალი ზონის” წინააღმდეგ გამაფრთხილებელ აქციას გამართავს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ „თავისუფალი ზონის“ წინააღმდეგ დღეს გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას გამართავს.
“თავისუფალი თაობა” აპროტესტებს “თავისუფალი ზონის” არსებობას, რადგან ეს ორგანიზაცია ნაცკონტროლირებადი დაჯგუფებებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, რომელიც მომართულია ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებისაკენ. მათი თითოეული ქმდება ექვემდებარება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სურვილების აღსრულებას და რეალურად მასში გაერთიანებული ახალგაზრდები ბოკერია-სააკაშვილის იდეოლოგიას არიან დამონებულნი.
„თავისუფალი თაობა“ მოითხოვს მათ თვითლიკვიდაციას, ვინაიდან ეს ორგანიზაცია „აბინძურებს“ საქართველოს. ამიტომ მათი ადგილი სანაგვეზეა და არა ჩვეულებრივი მოსახლეობის გვერდით. იმ მიზნით, რომ „თავისუფალი ზონა“ გავარიდოთ მოსახლეობას, გამზადებული გვაქვს განცხადება მათ გასასახლებლად, რომელსაც ხელს სწორედ ის ადამიანები მოაწერენ, რომელთა უნებართვოდაც დაიდო ბუნაგი მათ მეზობლად „თავისუფალმა ზონამ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები