აუდიტის სამსახური მერიის სამ სამსახურს შეამოწმებს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შიდა აუდიტის სამსახურს მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამი სამსახურის – ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურისა და ზედამხედველობის სამსახურის შემოწმება დაავალა.
როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, შემოწმება გულისხმობს როგორც დოკუმენტბრუნვის, ასევე დავალებათა შესრულების ოპერატიულობის შემოწმებას.
მისი თქმით, აღნიშნული სამი სამსახურის შემოწმების შემდეგ, ეს პროცესი სხვა სამსახურებშიც დაიწყება.
დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც 26 საკითხს განხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები