რუსეთი: სამხრეთ ოსეთთან საზღვრების გაუქმება სიმართლეს არ შეესაბამება

ცხინვალი მოსკოვთან დღეს ახალ შეთანხმებას გააფორმებს. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე მოსკოვშია. რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას ხელს დავით სანაკოევი მოაწერს. რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი კიდევ ერთი ნივთმტკიცებულება იქნება იმისა, რომ რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის ანექსიის შესახებ გეგმები სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ლავროვის უწყების განმარტებით, მსგავსი შინაარსის განცხადებები რუსეთის ფედერაციის დისკრედიტაციას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები