რა მოწოდებას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი?

„ახალგაზრდული ცენტრის“ თავმჯდომარის ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, სანამ სააკაშვილი გამოჩნდება განცხადებით, მანამდე  ვინმე ცნობადი „ნაციონალი“ აქ გაკეთებს განცხადებას, რომ სამართალდამცველი  უწყებიდან გააგდეს. ამის შესახებ ქადაგიძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„აპირებენ ჩამოაყალიბონ ჰიბრიდული ეკიპაჟები, ანუ ერთ საპატრულო ეკიპაჟზე იმუშავებს ქართველი და უკრაინელი ერთად. გათვლაა, რომ შეამცირონ კორუფცია და პატრულმა, ისეთი მეთოდით გაამართლოს, როგორც ეს მოხდა საქართველოში. სპეციალურად მიდის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ ინსტიტუტის ჩირქის მოცხება, რომ პოლიციელებს უფრო მეტად გაუჩნდეთ ქვეყნიდან წასვლის სურვილი. მოწოდებას მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს, ისევე, როგორც ეს გააკეთა ჯარზე, რომ მოუწოდა, ჩამოდით აქ იომეთ, აი, ასეთი განცხადება გაკეთდება.
ეკა ზღულაძემ შეიმუშავა პირადული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ მოქალაქემ უნდა დაადასტუროს დოკუმენტურად, საიდან აქვს ესა თუ ის ქონება. თუ დაამტკიცებს, რომ ეს ქონება კანონიერია, შეეშვებიან, თუ ვერ დაამტკიცებს, ქონების 30% ბიუჯეტში უნდა შეიტანოს. ნელ-ნელა იგივე მეთოდებით მოქმედებას იწყებენ, რა სახითაც მოქმედებდნენ საქართველოში. აქტიურად მუშაობენ და ცდილობენ, მოახდინონ პოლიციელების დისკრედიტაცია. შეხედეთ, რა ხდება „რუსთავი 2-ზე“, მუდმივად არის საუბარი, რომ პოლიცია ვერ მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობენ, გამოაჩინონ, რომ ხელისუფლება არის უნიათო და შსს ვერ მუშაობს. გენინსპექცია ბოლო დროს, ძალიან ბევრი პოლიციელით დაინტერესდა და ამ ადამიანებსაც მოუწოდებენ, რომ ჩავიდნენ უკრაინაში, შესთავაზებენ საუკეთესო პირობებს. სანამ სააკაშვილი გამოჩნდება განცხადებით, მანამდე ჯერ აქ გაკეთებს რომელიღაცა ცნობადი „ნაციონალი“ განცხადებას, რომ რომელიღაც სამართალდამცველი გააგდეს უწყებიდან, ან ვინმეს არ დაუფასეს შრომა და დაჰპირდებიან უკრაინაში თავშესაფარს, მოქალაქეობას და სამსახურს მაღალი ანაზღაურებით“, – განაცხადა ქადაგიძემ „ალიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები