„ქვეყნის მოქალაქეობამ უნდა გაგვაერთიანოს, რომ მომავლისთვის ვიბრძოლოთ“ – დავით თევზაძე ორგანიზაციას „საქართველო მშვიდობისათვის“ აფუძნებს

„ქვეყანაში არსებობს იმის რესურსი, რომ სახელმწიფომ ღირსეული ფუნქციონირება შეძლოს, თუ ამას დასჭირდება არჩევნები, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და მის ახალი ორგანიზაციაზე ისაუბრა.
„საქართველო მშვიდობისათვის“- ასე ეწოდება დავით თევზაძის მიერ დაფუძნებულ იმ ორგანიზაციას, რომელმაც მოქალაქეთა გამოფხიზლებას უნდა დაუდოს სათავე. იგი არჩევნებში ჩართვას არ გამორიცხავს, თუმცა ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლო კავშირს გამორიცხავს. მისი შეფასებით, საქართველოში პარტიები გაკოტრებულები არიან.
„სახელმწიფო მართვა მიშვებულია. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად მივიღოთ მონაწილეობა, თუკი ამის საჭირება იქნება, მაგრამ თავს ვარიდებ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობას. საქართველოში პოლიტიკური პარტიები გაკოტრებულები არიან. ჩემი ორგანიზაცია არ იქნება პოლიტიკური გაერთიანება, ეს უფრო სამოქალაქო მოძრაობა იქნება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობამ უნდა გაგვაერთიანოს, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის ვიბრძოლოთ“,- აღნიშნა დავით თევზაძემ.
დავით თევზაძემ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები საჭიროა, მაგრამ არსებობს მრავალი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები