ფრაქცია “ქართული ოცნება” საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს



საყდრისის საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას არც პირადად მე და არც ფრაქცია მხარს არ უჭერს, – ამის შესაებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ფრაქციამ შეიძლება კომისიაში საკუთარი წარმომადგენელი საერთოდ არ წარადგინოს, ან წარდგენა ფორმალურად ისეთი დეპუტატის მოხდეს, ვინც ფიქრობს, რომ კომისია უნდა შეიქმნას.
“საყდრისის საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას არც პირადად მე და არც ფრაქცია მხარს არ უჭერს. შეიძლება კვოტა ჩვენი მხრიდან ფორმალურად შეივსოს, ფრაქციის იმ წევრით, ვინც კომისიის შექმნას ეთანხმება. დანარჩენს კერჭისყრა გამოაჩენს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები