სოსო ცისკარიშვილი: მოსამართლეებში ჯერ კიდევ არსებობს ძველი ხელისუფლების შიში
„მოქმედ მოსამართლეებს ძველი ხელისუფლების შიში დღემდე აქვთ“, – აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
ექსპერტს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოზე გავლენას დღემდე ინარჩუნებს.
“ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლოზე ზეწოლა აღარ არის, გადაჭარბებულია. შესაძლოა, ახალი ხელისუფლების ზეწოლა წინასთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აღარ აქვს სასამართლო სისტემაზე გავლენის ბერკეტები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთგული თანაგუნდელების მიმართაც კი უამრავი მაკომპრომეტირებელი მასალა აქვთ გადანახული, იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ანალოგიური კომპრომატები არაერთ მოსამართლეზეც ექნებათ. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებობს მოსამართლეებში შიში ძველი ხელისუფლებისა“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა წარმატებით დასრულდება, რადგან ეს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.