ლალი მოროშკინა: გია ბარამიძის ისტერიკა ქვეყანას შეძრავს!

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, დროა არჩილ კბილაშვილისა და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი საქმეების დიდი ნაწილი თაროზე შემოდო.
„ველოდები, როდის მოსთხოვენ პასუხს ხათუნა კალმახიძეს, რომელიც ბოროტად იყენებდა დაკავებულ თანამდებობას – მისი სახელი ადამიანების წამებებთანაა დაკავშირებული! ვსაუბრობ იმაზე, რაშიც კომპეტენტური ვარ და დოკუმენტები გამაჩნია. მართლმსაჯულებას ვერ ასცდება გია ბარამიძე, მალე მისი ისტერიკა ქვეყანას შეძრავს! პირველი ვიყავი, ვინც ციხეში აფრასიძეებთან შევიდა და შემზარავი ისტორია მოისმინა! გოჩა და შმაგი გისოსებს მიღმაც არაერთხელ იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. მათი ვერაგული მკვლელობაც იგეგმებოდა! დიახ, მორალური პასუხისმგებლობის გარდა, გიორგი ბარამიძეს აფრასიძეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის გამოც მოუწევს პასუხისგება!“- განაცხადა მოროშკინამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები