“სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისთვის ემზადება”

სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისთვის ემზადება- ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს.
“ქრონიკასთან” საუბარში წყარო მიხეილ სააკაშვილის “დიდ გეგმებზე” საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტობისთვის ემზადება.
“სააკაშვილს დიდი გეგმები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ თმობს საქართველოს მოქალაქეობას და აცხადებს, რომ 2015 წელს საქართველოში დაბრუნდება, ეს არის ბლეფი. ამ განცხადებით ის ცდილობს, რომ უკრაინის ხელისუფლების ყურადღება გადაიტანოს და ეჭვადაც არ გაუჩნდეს პოროშენკოს, რომ სააკაშვილი შესაძლოა, მის კონკურენტად იქცეს! კიევში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისთვის ემზადება. პოროშენკოს ხელისუფლება ეს არის გარდამავალი მთავრობა, მისი სახელით გატარდება მწვავე რეფორმები, სააკაშვილს შესწევს უნარი, მოსახლეობაში დროებით პოპულარობა მოიპოვოს. ვიდრე მისი რეალური სახე გაიშიფრება, მას ბევრი მხარდამჭერი გაუჩნდება. დასავლეთ უკრაინაში რუსეთთან მებრძოლი სააკაშვილი მოთხოვნადი გახდება. თუკი პოროშენკო დასავლეთს იმედებს გაუცრუებს, არც მისი ლიკვიდაცია გაჭირდება და ამ დროისთვის სააკაშვილს მოამზადებენ უკრაინის პრეზიდენტობისთვის. ამიტომ არ ჩქარობს სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის მიღებას, ეჭვის საფუძველს ქმნის… აი, ამიტომაც არის, რომ ყველა რგოლში ჩასმულია “ნაცმოძრაობის“ აქტივისტი. რეალურად ისინი აიღებენ ხელში მმართველობას და სააკაშვილს არჩევნებში მოგება არ გაუჭირდება, ჯერ არ გაუყალბებიათ არჩევნები თუ არ ჩამოუცილებიათ პოლიტიკური ოპონენტები?“ – აცხადებს წყარო “კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები