დავით ნარმანია: მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მიმდინარე გამოძიებას

ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მიმდინარე გამოძიებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიებას მიაწოდებენ ყველა ინფორმაციას, რაც მათ დასჭირდებათ.
“ნამდვილად ვერ გეტყვით, გამოძიება რა მიმართულებით წარიმართება. ეს არის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება გამოძიების პროცესი, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ. ის ინფორმაციები, რაც მათ სჭირდებათ, მივაწოდეთ. ასე, რომ სხვა დანარჩენი გამოძიებაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ნარმანიამ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, ჯოკია ბოდოკია ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მას 180 000 დოლარის ქრთამად აღებას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები