“მოქმედი პოლიციელის დაკავება ცხადჰყოფს, რომ ჩვენ პრინციპულები და მიუკერძოებლები ვართ”

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის დაკავებას, შსს-ის მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გამოეხმაურა.
როგორც იზორია აცხადებს, ამ საქმეზე მოქმედი თანამშრომლის დაკავება სამინიტროს პრინციპულ და მიუკერძოებელ საგამოძიებო მოქმედებებს ნიშნავს.
“ის ფაქტი, რომ მოქმედი პოლიციელი შსს-ის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად გამოვლინდა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აქ ჩვენ ძალიან პრინციპულები, მიუკერძოებლები ვართ. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რათა თითოეულმა ადამიანმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები