“სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავასაც იცნობდა, გიორგი ქადაგიძესთან კი მეგობრობდა“

“თავისუფალი თაობის” წარმომადგენლის, გიორგი ყუფარაძის განცხადებით, გია სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავასთან აქტიურ კავშირში იმყოფებოდა – ამის შესახებ თავად გიორგი ყუფარაძემ ტელეკომპანია „იმედის კვირაში განაცხადა.
როგორც ყუფარაძემ გადაცემაში აღნიშნა, მან ოთხი თვის წინ, 2014 წლის 29 ოქტომბერს, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია იგეგმებოდა. ამავე ინტერვიუში, იგი დესტაბილიზაციის მომწყობ იმ მოქმედ პოლიციიის თანამშრომლებს ასახელებდა, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროსაც სამართალდამცველებად მუშაობდნენ. მათ შორის, ყუფარაძე გია სამსონაშვილსაც ასახელებდა.
ამასთან დაკავშირებით ყუფარაძემ განმარტა, რომ ის დაინტერესებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლდამცველთა დაცვის ლიგის” საქმიანობით და ესაუბრა პოლიციის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს.
“სოსანაშვილი აქტიურად იყო ჩართული ირაკლი ფირცხალავასთან კავშირში. მას, ასევე ირაკლი ქადაგიძესთან ახლო მეგობრობა აკავშირებს. გვარები, ვინც მე დავასახელე, აქტიურად უკავშირდებოდა ფირცხალავას და პოლიციიდან გათავისუფლებულ სხვა ძალოვნებს. გეგმავდნენ, პოლიციაში საბოტაჟი მოეწყოთ. “ნაციონალურ მოძრაობაში” ინფორმაციები შსს-დან “ჩარჩენილი” თანამშრომლებიდან ჟონავს”, – განაცხადა ყუფარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 29 ოქტომბერს „საქართველო და მსოფლიომ“ გიორგი ყუფარაძის ინტერვიუ დაბეჭდა. „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელი გიორგი ყუფარაძე გაზეთთან ინტერვიუში, “სამართალდამცავთა ლიგის” დამფუძნებლებზე და მათ მოკავშირე მოქმედ პოლიციელებზე საუბრობდა. ჩამონათვალში სხვა მოქმედ პოლიციელებთან ერთად გია სოსანაშვილიც ფიგურირებს.
ციტატა “საქართველო და მსოფიოს” ინტერვიუდან:
“ამ ორგანიზაციის წევრებთან აქტიურად თანამშრომლობენ შემდეგი პირები: ირაკლი ყიფშიძე _ მეტსახელად “პატარა ვანო”, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელიც ხშირად ატარებს საიდუმლო შეხვედრებს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებთან; გიორგი სოსანაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; რაჟიკო გურჩიანი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; დავით ბუზალაძე _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; სიმონ ყვავიაშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; გიორგი ბიწკინაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ლევან ბიწკინაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ბესო შარაშენიძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; მიშა ჯაფარიძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ალეკო ბირთველიშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ნათია მახარაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; გიორგი გიორგაძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” წევრი; ირაკლი ფხაკაძე _ აქტიურად თანამშრომლობს “ნაცმოძრაობასთან”; გია სოსელია _ შსს-ს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი; კახა ყურაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ზურა ჯანელიძე _ მეტსახელად “ჯანელა”, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; შაკო არაბული _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ერეკლე გაგუა _ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი”, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები