„არიან თვითმხილველები, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოდან“

არიან თვითმხილველები, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოდან, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, გამოძების ფარგლებში ანალიზი გაუკეთდა ანძაზე დაფიქსირებულ ზარებს და დაიკითხნენ მოწმეები.
„ამ ფაქტამდე არავინ არ იცოდა ამ პიროვნების შესახებ. ანალიზი გაუკეთდა ანძაზე დაფიქსირებულ 30 ათასამდე ზარს, პარალელურად დაიკითხა ათეულობით მოწმე, კონკრეტულად რამდენიმე ადამიანი არის თვითმხილველი, თუ როგორ მიემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე სასფალაოსკენ მიმდებარე ტერიტორიიდან გაუკვალავ გზაზე.
ჩვენ გვაყვს თვითმხილველი მოწეები, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ პიროვნებას იცნობდნენ და რომლებმაც გია სოსანაშვილი დაინახეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წლის 19 იანვრიდან მოყოლებული 20 იანვრის ჩათვლით. არსებობდა შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია და შესაბამისად, გამოძიება მივიდა იმ დასაბუთებულ ანალიზამდე, რომ სწორედ ეს პიროვნება შეიძლება ყოფილიყო, ის, ვინც დადო ხელყუმბარა საფლავზე“, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები