გიორგი სოსანაშვილის მამა: დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით
დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით, – ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული პოლიციელის გიორგი მამამ აკაკი სოსანაშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.
„არ ვიცი, აზრზე არ ვარ რა შეხება ჰქონდა ჩემს შვილს. თუკი მან ჩაიდინა ეს დანაშაული, დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. არასოდეს არ უხსენებია კორტების სპეცოპერაცია და ვაზაგაშვილები“, – განაცხადა აკაკი სოსანაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა მიზეზით იყო ჩასული გიორგი სოსანაშვილი 19 იანვარს სოფელში, დაკავებულის მამამ უპასუხა, რომ მას წელი სტკიოდა, რეცეპტი გამოაწერინა და ნემსები გაიკეთა.