კრემატორიუმში აღმოჩენილ ცხედრებს შორის მექსიკაში გაუჩინარებული 43 სტუდენტია (ფოტოკოლაჟი+18)

მექსიკის დასავლეთში, აკაპულკოს სანაპიროზე მდებარე კრემატორიუმში ნაპოვნ 60 მდე ცხედარს შორის, სავარაუდოდ ის 43 სტუდენტიც არის, რომელიც ა.წ. სექტემბერში მექსიკის გარეუბანში გაუჩინარდა.
მექსიკის სამართალდამცავების ინფორმაციით, სტუდენტებზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, თუმცა მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, 43 სტუდენტი სწორედ ამ კრემატორიუმში მოკლეს, შემდეგ კი მათი სხეულები დაწვეს. სამართალდამცავების თქმით, ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომდე შეუძლებელია, რადგანაც ისინი ბოლომდე გახრწნილები არიან. საჭიროა ექსპერტიზა.
შეგახსენებთ, რომ მექსიკის დასავლეთ ნაწილში, აკაპულკოს კრემატორიუმში სახელად “დელ-პასიფიკო” სამართალდამცავებმა 60-მდე ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრემატორიუმი თვეების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა, შესაბამისად არც ამ ცხედრების შესახებ არსებობდა ინფორმაცია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

13

14

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები