კატები კულტურულ ძეგლებს იცავენ

  ჩინეთში მინგ დინასტიის სამეფო რეზიდენციაში, სადაც ამჟამად სასახლის მუზეუმია განთავსებული, კულტურულ რელიქვიებს მღრღნელებისა და მავნებლებისგან – 200 მდე კატა იცავს – ამის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაცია აცხადებს. მუზეუმის დაცვის თანამშრომლებმა გასული 5 წლის განმავლობაში 180 კატა დედაქალაქის სხვადასხვა უბნიდან წამოიყვანეს, სადაც ისინი ადგილობრივებს “აღიზიანებდნენ”, შემდეგ აცრეს და გაასტერილეს. როგორც მუზეუმის ხელმძღვანელი მა გუოქინგი აცხადებს, კატები განძს საგულდაგულოდ იცავენ. მისივე თმით, ხელოვნების ჯერ არცერთი ნიმუში არ დაზიანებულა ვირთხების მიერ.
“მუზეუმის ყველა კატას ვაქცინაცია ჩაუტარდა. მათ საკვებიც აქვთ და ეს ადგილი მათთვის თავშესაფარს წარმოადგენს ცუდი მეტეოროლოგიური პირობების დროს“, – ამბობს გუიქინგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები