მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ გაუმუქდათ კანი აფრიკელებს

  ძველ დროში მუქი კანის გაჩენის მიზეზი, შესაძლოა, კიბო გამხდარიყო. სპეციალისტების აზრით, აფრიკაში სამხრეთ საჰარის თითქმის ყველა ალბინოსი ადრეულ ასაკში კანის კიბოსგან იღუპება.
,,ეჭვი არაა, რომ კანის მუქი ფერი ადამიანებს მზის სხივების დამღუპველი ზემოქმედებისგან იცავს. თეთრკანიანი ინდივიდები კანის კიბოთი გაცილებით ხშირად ავადდებიან. როცა პირველი ადამიანები ტყიდან გამოვიდნენ და აფრიკული სავანეების ღია გაშლილ ადგილებზე ნადირობა და ნაყოფის შეგროვება დაიწყეს, მათ ტანზე თმიანი საფარველი მალევე დაკარგეს. მათი კანი, სავარაუდოდ, ისეთივე ფერის იყო, როგორიც თანამედროვე შიმპანზეს აქვს“,- აღნიშნულია ჟურნალ “Proceedings of the Royal Society B“-ის სტატიაში.
1,8–1,2 მილიონი წლის წინ თანამედროვე ადამიანების წინაპრებმა მუქი კანის შეფერილობა მიიღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე კანის კიბოს არ ეხება, სხვა მიზეზთა შორის სახელდება ავადმყოფური დამწვრობები, რომელიც ადამიანებს ნადირობასა და სირბილში უშლიდა ხელს. ტენიანი კლიმატის პირობებში ადამიანის ორგანიზმში არსებულ მელანინს შეუძლია მისი დაცვა სოკოვანი დაავადებებისაგან. თუმცა მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ ალბინიზმის გამოვლენა აფრიკაში ოთხჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში და თითქმის ყველა აფრიკელი ალბინოსი 20 წლის შემდეგ კანის კიბოთი ავადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები